საქართველო UEFA-ს რჩეულებში – შესაძლოა ნეიტრალურ მატჩებს ვუმასპინძოთ!..

385

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა უეფასთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა:

სანაკრებო პაუზა 31 აგვისტოდან დაიწყებაამის თაობაზე დამატებითი ვიდეოკონფერენცია 20 აგვისტოს გაიმართება და კიდევ ვიმსჯელებთდღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ევროტურნირები იყო. 9 აგვისტოს წილისყრა გაიმართებაყველამ ვიცით, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილებაში პრობლემებიასაბოლოოდ გადაწყდარომ ყველა მატჩიჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების გარდაერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ გაიმართება, – ამბობს დავით მუჯირი.

მან უეფას იმ გეგმაზეც ილაპარაკა, რომელზეც ლევან კობიაშვილმაც ილაპარაკა და რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ევროთასებს საქართველომაც უმასპინძლოს: უეფამ დღესაც გაგვაცნო გეგმარომ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქვეყნების გუნდების თამაშებს ნეიტრალური მოედნებზე გადაიტანენსადაც კარგი ეპიდემოლოგიური მდგომარეობააასეთი 4 ქვეყანაა – კვიპროსისაბერძნეთიპოლონეთი და საქართველოშევეცდებითშესაბამის სტრუქტურებთან ერთად ეს საკითხი გავიაროთ და თამაშებს ვუმასპინძლოთთუ მასპინძლის სტატუსი ჩვენს ქვეყანას ექნება.

მუჯირის თქმით, ზოგიერთი სანაკრებო შეხვედრის თარიღი შეიცვალა: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნზე 31 აგვისტოდან უნდა ეთამაშამაგრამ თარიღი შეიცვალა და მატჩები ოქტომბერში გადაიტანეს. 17 და 19-წლამდელების შესარჩევი ეტაპები წელს აღარ გაიამრთება და, შესაძლოა, 2021 წლის მარტში ჩატარდესასევე შეიძლებაქალთა შესარჩევი ტურნირი სექტემბრიდან თებერვალში გადაიტანონ. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების გრაფიკი კი, ჯერჯერობით, უცვლელია და ამაზე 20 აგვისტოს ვიმსჯელებთ“.

გენერალური მდივანი ჯერ ვერ აკონკრეტებს, ბელარუსთან და შემდგომაზე გასამართი ეროვნული ნაკრების სხვა თამაშებზე უეფა გულშემატკივრებს დაუშვებს თუ არა: ეს საკითხი ჯერ ღიად რჩება და გადაწყვეტილებას ქვეყნიდან მიღებული ინფორმაცების საფუძველზე მიიღებენ“.

მუჯირმა ილაპარაკა იმაზეც, თუ რატომ ვერ ხერხდება ბათუმის სტადიონისთვის უეფას კეტეგორიის მინიჭება: “საკითხი პროცედურულად გაიწელა, რადგან უეფას ლიცენზირები კომიტეტი ბათუმის სტადიონის შუალედურ მონიტორინგს ისეთი სიხშირით ვერ ახერხებდა, როგორც ეს საჭიროა. სტადიონის აშენებისას სურვილი იყო, რომ არენას უეფას მეოთხე კატეგორიის სტატუსი მიეღო. სფფ-მ და ჩვენა ლიცენზირების კომიტეტმა ივლისში მოვიპოვეთ უფლება, რომ შუალედური მონიტორინგი უეფას ნაცვლად ჩვენ ჩაგვეტარებინა და ინფორმაციას ყოველი ვიზიტის შემდეგ ვაწვდიდით. ბოლო ვიზიტი ორშაბათს იყო და კლუბთან დავაფიქსირეთ – თუ ბათუმის “დინამო” ევროპლიგაზე 27 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშის მასპინძლობის უფლებას მიიღებს, შევეცდებით, ბათუმში ითამაშოს. თუმცა ეს მატჩიც უმაყურებლოდ გაიმართება. 12 სექტემბერს ეროვნულ ლიგაში ბათუმელები თბილისის “დინაოს” იღებენ და გვსურს, ეს თამაში ახალ სტადიონზე გაიმართოს. მაგრამ ჯერ ზუსტად ვრაფერს გეტყვით”.

წყარო: lelo.ge

SHARE