სიომინი კვირკველიას მდგომარეობის შესახებ

320
მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა matchtv-სთან საუბრისას საბა კვირკველიაზეც გააკეთა კომენტარი.
“ჩვენ გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი გვყავს: სმოლოვი, ანტონ მირანჩუკი, კვირკველია. მათ მომზადების ხარისხიანი ციკლი სჭირდებათ, რათა სეზონის პირველი ნახევრის ბოლოს საჭირო კონდიციებში იყვნენ. სოჭში კი საჭირო ციკლს გაივლიან”, – აღნიშნა სიომინმა.
საბა კვირკველიას რუსეთუს პრემიერლიგაში ზაფხულის შემდეგ არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა წლევანდელ სეზონში “ლოკომოტივის” ერთადერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც რუსეთის თასზე.
წყარო: sportall.ge
SHARE