სიომინი: კვირკველიას ტრავმა აღარ აქვს…

413
მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, თუ რატომ არ ითამაშა საბა კვირკელიამ განვლილ ტურში ტულას “არსენალის” წინააღმდეგ.

 

“რატომ არ გამოვიდა მოედანზე კვირკველია? საბას კიდევ ცოტა დრო სჭირდება. ახლა ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, მას პრაქტიკა სჭირდება. “არსენალთან” შეხვედრაში არ გავრისკეთ, მხოლოდ თასზე ჰქონდა ერთი თამაში ჩატარებული. საბედნიეროდ ტრავმა აღარ აქვს, მხოლოდ კონდიციების აღდგენა სჭირდება,”- გადმოსცემს რუსი სპეციალისტის სიტყვებს sport.ru.

 

საბამ რუსეთის პრემიერ ლიგაში ბოლოს 26 მაისს “უფასთან” ითამაშა. მას შემდეგ ტრავმა აწუხებდა და მოედანს რუსეთის თასზე

“ბალტიკასთან” შეხვედრაში დაუბრუნდა. ის ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა.

წყარო: sportall.ge
SHARE