სიომინი ფარფანს ამშვიდებს: ჯეფ, გული არ დაგწყდეს, მაგათ ხვიჩა კვარაცხელიაც გაუშვეს გუნდიდან!..

340

“ლოკომოტივის” ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი “რკინიგზელებიდან” ჯეფერსონ ფარფანის წასვლას გამოეხმაურა. პერუელი შემტევი სიომინის ფორმაციის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

“ჯეფ, გული არ დაგწყდეს. მაგათ ხვიჩა კვარაცხელიაც ვერ მოირგეს და ისიც გაუშვეს გუნდიდან. გააგრძელე კარიერა! გაახარე გულშემატკივრები, შენ რუსეთის ჩემპიონატის მშვენება იყავი”, – წერს სიომინი ინსტაგრამში.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ სწყდება გული სიომინს თავის დროზე მისი გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის გამო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც, გამოცდილ სპეციალისტსა და “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებისა, რაც ბოლოს გაყრით დასრულდა.

წყარო: lelo.ge

SHARE