„სქემა, რომელიც ანორთოსისს გადამწყვეტ მატჩში დაეხმარა“ – კვიპროსში ქეცბაიას ტაქტიკას აანალიზებენ

349

კვიპროსული გამოცემა omada.reporter.com.cy ქართველებით დაკომპლექტებული “ანორთოსისს” სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს ანალიტიკურ განხილვას უძღვნის. ფამაგუსტურმა კლუბმა “აპოელთან” უგოლო ფრე ითამაშა, ლიდერობა შეინარჩუნა და ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

გამოცემის სტატიაში ყურადღება თემურ ქეცბაიას სათამაშო სტილზეა გამახვილებული, რომლის შედეგადაც, ქართველმა მწვრთნელმა გუნდი მარცხისგან იხსნა.

“ანორთოსისი” “აპოელთან” სეზონის მეორე დერბიშიც დაუმარცხებელი გამოვიდა. ამ მატჩის შემდეგ, გუნდმა მესამეადგილოსნებთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, უახლოეს მდევარს კი მცირედით გაასწრო.

შეიძლება ითქვას, რომ თემურ ქეცბაიამ ცოტათი გაგვაოცა, რადგან მან ამ მატჩში გამოკვეთილ თავდამსხმელზე უარი თქვა და ცრუ ცხრიანის სისტემით ითამაშა.

მართალია, რომ პირველ ტაიმში ამ სქემამ არ იმუშავა, რადგან მეტოქის კარის აღება უმეტესად ფეხბურთელთა ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო დამოკიდებული, შესვენებაზე კი გუნდები გოლის გარეშე გავიდნენ. სამაგიეროდ, 51 წლის ქართველმა ტაქტიკოსმა კარგად იცოდა, რომ ნიქოზიიდან გამარჯვების გარეშე წასვლის შემთხვევაშიც კი, ტიტულისკენ მიმავალ გზას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მისმა გუნდმა, ბოლო წუთებში მეტოქის შტურმსაც კარგად გაუძლო.

ამ ორ გუნდს შორის გამართული დაპირისპირება მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი დაპირისპირება იყო. ამიტომაც, აქ ფრის თამაშის და შემდეგი შეხვედრების მოგების შემთხვევაში, “ანორთოსისს” პრობლემები არ შეექმნება. 

რაც უფრო მეტი დრო გადის, ქეცბაიას გუნდს თავისი ქართველი ფეხბურთელებით ხარისხი უფრო მეტად ემატება. მათ ტიტულებამდე კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ როგორც ლიგის, ისე თასის მოგების კარგი შანსი აქვთ.

“ანორთოსისი” “აპოელის” ჰეგემონიის დამხობასთან ახლოსაა”,-წერია კვიპროსული გამოცემის სტატიაში.

წყარო: lelo.ge

SHARE