ტედი რინერის პირველი კომენტარი სენსაციური მარცხის შემდეგ

465

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა პარიზის გრან სლემზე კოკორო კაგეურასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, რინერი ბოლო ათი წლის განმავლობაში დამარცხებული არავის ჰყავდა. 9 თებერვალს, პარიზის გრან სლემზე, +100კგ წონითი კატეგორიის მესამე რაუნდში მას იაპონელმა ძიუდოისტმა აჯობა.

30 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ მისი მიზანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მოგებაა.

“ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა. ათი წლის შემდეგ ამის დროც მოვიდა. შესაძლოა, დღეს სხვა ტაქტიკა უნდა ამერჩია. ამ შეხვედრას მწვრთნელებთან ერთად განვიხილავ და შეცდომებს გავაანალიზებ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მიზანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მოგებაა. თუ უნდა წამეგო, ჯობდა ახლა დავმარცხებულიყავი. ახლა ჩემზე ზეწოლა აღარ არსებობს, რადგან დაუმარცხებლად აღარ ვითვლები, ეს კარგია. ეს მარცხი დამეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო”, – განაცხადა რინერმა.

წყარო: fanebi.com

SHARE