ტონი კროოსი: ესპანურ ფეხბურთში ხან გმირი ხარ და ხან იდიოტი

365
“რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა კრიტიკისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“ხანდახან ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ბევრი რამ ფეხბურთზეა დამოკიდებული.
ესპანეთში კრიტიკის პრობლემა კიდევ უფრო მძაფრია: ერთ კვირაში შეიძლება ნამდვილი გმირი იყო, მეორეში კი – სრული იდიოტი.
ყველაფერს რეალურად ვუყურებ. უკიდურესობაში არ ვვარდები, ამიტომ მოვახერხე წარმატების მიღწევა”, – ციტირებს კროოსს “მარკა”.

 

წყარო: sportall.ge

SHARE