ტორპედოს საგა სასურველ დასასრულს უახლოვდება

314

რა ხდება ქუთაისის “ტორპედოს” თავს და რამდენად რეალურია კლუბში ახალი სპონსორის მისვლა? ამის შესახებ ბოლო ცნობა ქუთაისური კლუბის გულშემატკივართა ჯგუფმა “ტორპედო-ფაქტორმა” გაავრცელა.

ქუთაისის “ტორპედოში“, დიდი ალბათობითიტალიელები მოვლენგერმანული მხარის ინტერესი ჩაცხრაისინი კონტაქტზე აღარ გამოდიანრაც თამაშიდან მათ გასვლაზე მიგვითითებსმიუხედავად ამისაოფიციალური პასუხი მათ ჯერ არ განუცხადებიათ.

იტალიური მხარე კი ისევ მოლაპარაკებების ფაზაშიაისინი ამჯერად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გეგმავენ შეხვედრასრის შემდეგაც მათი პასუხი გახდება ცნობილიროგორც ამბობენყველაფერი პარასკევამდე გადაწყდებაროგორც ჩანს, “ტორპედოს” საგა დასასრულს უახლოვდება“, – წერენ გულშემატკივრები.

“ლელოს” კი გერმანულ მხარესთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია აქვს – “აინტრახტის” აქციონერი კაზიმ არიფოვი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიკავებდა “ტორპედოზე” თავს, თუ ის ეროვნული ლიგიდან გავარდებოდა. მას “ტორპედოს” ევროსარბიელზე გაყვანა და ახალგაზრდა გერმანელებით გაძლიერება სურდა, მეორე ლიგის გუნდით კი, მოგეხსენებათ, ევროპაში გასვლა წარმოუდგენელი იქნებოდა…

მაგრამ, რადგან “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში დარჩენის ამოცანა, ფაქტობრივად, გადაჭრა, წესით, მოლაპარაკება უნდა განახლდეს. ყოველ შემთხვევაში, “ლელოს” ინფორმაციით არიფოვი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

მაგრამ დაინტერესებულმა მხარემ უნდა იჩქაროს, რადგან კლუბს ვალები დაუგროვდა და ის სასწრაფოდ გასასტუმრებელია…

წყარო: lelo.ge

SHARE