ტოჩინოშინის შავი სერია გრძელდება, არც ერთი გამარჯვება ოთხი დღის შემდეგ! (VIDEO)

545

ვიდეო იხილეთ აქ.

ნაგოია ბაშოს მეოთხე საბრძოლო დღეს ტოჩინოშინი დაიეიშოსთან დამარცხდა.

ქართველი ფალავნისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხია და ოთხი საბრძოლო დღის შემდეგ, მის აქტივში არც ერთი მოგება არ ფიქსირდება.

სამწუხაროდ, ლევან გორგაძე ძალიან ცუდ ფორმაშია…

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე წინა ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა იქნება, რომელიც ასევე არც ისე წარმატებით ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ ჰაცუ ბაშოზე ამ ორი სპორტსმენის ბრძოლა ძალიან სკანდალური გამოდგა – ანასოიამას დაუმსახურებელი გამარჯვება შიმპანებმა ჩაუთვალეს, მას შემდეგ, რაც ტოჩიმ, მათი აზრით, დოჰიოდან ქუსლი მეტოქეზე ადრე გადადგა.

წყარო: goal.ge
SHARE