ტოკიოს ბაშოზე ტოჩინოშინის სასტარტო მეტოქეების ვინაობა გაირკვა

458

კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისში გასამართი ბაშო გადაიდო. ჩინეთიდან გავრცელებულმა ვირუსმა თავი სუმოს სამყაროშიც იჩინა.

მოგეხსენებათ, 1 თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რიკიში დაინფიცირდა. სუმოს მამებმა კი საფრთხის გამო, ტურნირი საბოლოოდ, ჩაშალეს.

ცნობისთვის, ბანძუკე 27 აპრილს იყო ცნობილი, რომლის მიხედვითაც ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირა იქნება, ხოლო გაგამარუ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს.

19 ივლისს (ტურნირის პირველ დღეს) ტოჩი შიმანოუმს შეხვდება, რომელთანაც კარიერის განმავლობაში ბრძოლა არ ჩაუტარებია. მეორე დღეს კი, მეათე მარგაშირა კაისეის შეერკინება (12/7 ბალანსი).

გადადებული ბაშოები ქართველი გოლიათისთვის დიდებული შანსი იყო, რადგან ტოჩის ფორმის აღდგენისთვის საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა. ქრონიკული ტრავმებით გაწამებულ ყოფილ ოძეკს, ძველი დიდების დაბრუნების რეალური შანსი აქვს.

წყარო: croco.ge

SHARE