ტრიპიერი მადრიდშია, ტრანსფერი ახლოვდება

364

The Telegraph-ის ცნობით, კირან ტრიპიერი მადრიდის “ატლეტიკოს” უახლოვდება.

ინგლისელი ესპანეთის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა და დღის ბოლომდე ის “ინდიელთა” რიგებში რამდენიმე პროცედურას გაივლის.

“ტოტენჰემი” თავისი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტს მიიღებს.

არაა გამორიცხული, რომ ბრიტანელის ტრანსფერი დღესვე გაოფიციალურდეს.

შეგახსენებთ, რომ “როხიბლანკოს” სახელს უკავშირებენ “ჰოტსპურის” კიდევ ერთ ფეხბურთელს: კრისტიან ერიქსენს.

წყარო: goal.ge

SHARE