ტყიბულის მეშახტეში იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს!..

309

საქართველოს ლიგა 3-ის ბინადარ ტყიბულის “მეშახტის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ასეთ ინფორმაცია ვკითხულობთ, სათაურით – “იაპონელი ფეხბურთელი მეშახტეში”.

“28 წლის ნახევარმცველი ტაიგა ვატაბე უკვე ოფიციალურად შეუერთდა გუნდს და 2020 წლის სეზონში დაიცავს “მეშახტის” ღირსებას. ტყიბულელთა შემადგენლობის გაძლიერება ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის ლევან შავგულიძის დახმარებით მოხდა, რომელიც 3 წელია საფეხბურთო აგენტია და ქართულ საფეხბურთო კლუბებში უცხოელი ფეხბურთელების მოწვევით არის დაკავებული”, – წერენ ტყიბულელები.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტაიგა ვატაბეს დიდწილად ტაილანდურ კლუბებში აქვს ნათამაშები. 2010-11 წლებში იყო ბრაზილიაშიც, სადაც “სან ჟოზეს” 18-წლამდელთა გუნდში აგორებდა ბურთს. ლაპარკობს 4 ენაზე – იაპონურად, ინგლისურად, პორტუგალიურად და ტაილანდურად. იმედია, ახლა ქართულსაც ისწავლის, თან… იმერული აქცენტით.

წყარო: lelo.ge

SHARE