უდიდესი სენსაცია უიმბლდონზე: ვენუს უილიამსი 15 წლის მეტოქესთან დამარცხდა

597

პირველ ივლისს “უიმბლდონის” გრანდ სლემმა აიღო სტარტი, რომელიც პირველივე დღეს უდიდესი სენსაციით დაიწყო – 39 წლის ვენუს უილიამსი 15 წლის კორი გაუფთან ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეხვედრა ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ფაქტობრივად მთლიანად გაუფის უპირატესობით წარიმართა.

ტურნირი ნაადრევად დატოვა კიდევ ერთმა ფავორიტმა – ნაომი ოსაკამ, რომელიც ყაზახ იულია პუტინცევასთან ორ სეტში – 6:7(4:7), 2:6 დამარცხდა.

ეს იაპონელი ჩოგბურთელის ზედიზედ მეორე მარცხია ყაზახ მეტოქესთან ბალახის საფარზე.

 

წყარო: sportall.ge

SHARE