უეფამ „ჩვენი ადგილი“ მოგვიჩინა: ქართული კლუბები ევროპალიგაზე ვეღარ ითამაშებენ…

481

2021/22 წლების სეზონიდან უეფა სერიოზულად ცვლის ევროტურნირების სტრუქტურასეს გავლენას არ მოახდენს ჩემპიონთა ლიგაზემაგრამ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი 16 გუნდით შემცირდება და მესამე ტურნირი – კონფერენციების ლიგა დაარსდება, რომელიც “შეიფარებს” ევროპალიგიდან “დისკვალიფიცირებულ” კლუბებს.

უეფა ამას კეთილშობილური მიზნით ხსნის – ახალი გათამაშების შექმნის მიზანია, რომ ევროპალიგას უფრო დიდი მნიშვნელობის მიენიჭოს და არც ისე ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების კლუბებს მიცეთ შანსირომ ევროსარბიელზე უფრო მეტხანს ითამაშონგარდა ამისაეს უეფასა და კლუბებისთვის შემოსავლის ზრდის ახალი წყარო და ახალი სამაუწყებლო ბაზრები იქნებათუმცარეალურადღარიბები მდიდრებს დააშორესქართული გუნდები კი ევროპულ ტოპებს მხოლოდ ტელევიზორში თუ იხილავენ.

რა შეიცვლება?

ახლა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე 80 გუნდი თამაშობს, მათ შორის, 48 – ევროპალიგაზე. ერთ სეზონში კი თითქმის იდენტური ფორმატის მქონე სამი ტურნირი იქნება – თითოეულში 32 კლუბი, სულ – 96, რაც ჯამში ახლანდელ მონაწილეთა რაოდენობას 16-ით აღემატება.

ევროპალიგის პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპი აღარ იქნება. იქნება მხოლოდ III საკვალიფიკაციო ეტაპი და მეოთხე – ანუ, პლეი ოფის რაუნდი. მაგრამ ოთხივე შესარჩევი რაუნდი იქნება კონფერენციის ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში.

ახალი ტურნირი ჩატარდება ისეთივე სქემით, როგორც ჩემპიონთა და ევროპალიგები. ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი დაიყოფა 8 ჯგუფად, რომელთაგან 2 საუკეთესო 1/8 ფინალში გავა. ერთადერთი მნიშვნელოვანი და არასტანდარტული დამატება: 1/8 ფინალამდე პლეი ოფის დამატებითი რაუნდი ჩატარდება.

მასში კონფერენციის ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნებს ევროპალიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდები დაუპირისპირდებიან. ანალოგიური რაუნდი თავად ევროპალიგასაც დაემატება – იქ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნებები ევროპალიგის მეორეადგილოსნებთან ითამაშებენ.

ახალი ტურნირში 141 მატჩი 15 სათამაშო დღის განმავლობაში ჩატარდება – ზუსტად ისე, როგორც ევროპალიგაში. კონფერენციის ლიგის გამარჯვებული მიიღებს ევროპალიგის მომდევნო გათამაშების საგზურს. თამაშები ხუთშაბათობით გაიმართება, ისევე, როგორც ევროპალიგაზე.

ყველა საკლუბო ტურნირის ფინალი ერთ კვირაში გაიმართება – ოთხშაბათს კონფერენციის ლიგის, ხუთშაბათს – ევროპა ლიგის, ხოლო შაბათს – ჩემპიონთა ლიგის.

სუსტების და ღარიბების ლიგა

მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან თემას. ახალ ევროპულ შეჯიბრებაში ტოპლიგების გუნდები დამატებით ადგილებს ვერ მიიღებენ, ან კი რაში დასჭიდრებათ, როცა ეს ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნებისთვისაა შემუშავებული. ამის ერთ-ერთი მიზანია, რომ გრანდებმა ღარიბებთან თამაშით დრო არ დაკარგონ. მათი კლუბებისთვის ჩემპიონთა და ევროპალიგებზე ადგილები თავიდან გადანაწილდება.

შეიძლება, გახსოვთ: წლების წინ ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა დაიჩივლა – “ბაიერნმა” “რუსენბორგთან” რატომ უნდა ითამაშოსო? ალბათ, ყველაფერი გასაგებია. ეს დღესც დგება…

კონფერენციების ლიგა, უპირველსად, სუსტი ასოციაციებისთვისაა შექმნილი. დამატებით ადგილს საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ რეიტინგში ყველაზე უარესი ლიგის, სან მარინოს წარმომადგენელი მიიღებს. მაგრამ ჯგუფში 16-ით მეტი გუნდი მოხვდება.

უეფა გეგმავს, სამივე ევროტურნირის ჯგუფში 32 ქვეყანა იყოს წარმოდგენილი. ახლა მათი რაოდენობა 26-ია და მისი გაზრდა არ მოხდება ტოპ 5-ის ლიგებიდან. რა თქმა უნდა, უპირველესად ეს კონფერენციათა ლიგის გამო მოხდება.

ვინ მოხვდება?

არჩევანის უფლება ადგილობრივ ფედერაციებს აქვთ. ოფიციალურად, მიღწევა, რომლისთვისაც გუნდები კონფერენციათა ლიგაში მოხვდებიან, მკაფიოდ რეგლამენტირებული არ იქნება. მაგრამ ეს იქნებიან ჩემპიონატის შედეგებით  ევროსარბიელზე გასული გუნდებიდან ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომები. ინგლისის შემთხვევაში, მეორე თასის – ლიგის თასის გამარჯვებული, ოღონდ, თუ ეს გუნდი პრემიერლიგის პირველ ექვსეულშია, მის ადგილს ცხრილში მეშვიდე გუნდს მიიღებს.

2021/22 წლებში ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ უეფას რეიტინგში 32-50-ე ადგილზე მყოფი ქვეყნები 1 გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო 3 გუნდს – კონფერენციათა ლიგაში, ანუ არც ერთს – ევროპალიგაში. საქართველო, რომელიც მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, გამოდის, რომ ევროპალიგის მიღმა დარჩა.

ლიხტენშტაინს, რომელიც ამ ეტაპზე რეიტინგში 31-ე ადგილზეა, სპეციალური პირობები აქვს, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყანაში ჩემპიონატი არ ტარდება, კლუბები შვეიცარიის ლიგებში თამაშობენ და ევროპის თასებზე ქვეყნიდან მხოლოდ თასის გამარჯვებული ხვდება.

ევროპალიგა ბევრად უფრო მაღალი სტატუსის ტურნირი გახდება, ვიდრე ახლა – აქ უეფას რეიტინგში საუკეთესო 15 ქვეყნის წარმომადგენლები ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, აქაც შემოსავლების დიდი ნაწილი მდიდრებს წინასწარ უკანონდებათ: ჯგუფში ავტომატურად მოხვდება ტოპ 5 ლიგის 2 გუნდი და ერთი – მეექვსეადგილოსანი ქვეყნიდიდან.

ამ 11 გუნდის გარდა, ჯგუფურ ეტაპზე კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულიც იქნება (როგორ მოგვარდება ეს საკითხი პირველ სეზონში, ჯერჯერობით უცნობია), ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის გზის 4 კლუბი, რომლებიც პლეი ოფის საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოვარდება, 6 – ჩემპიონთა ლიგის წარმომადგენელთა გზიდან, ასევე, ევროპალიგის კვალიფიკაციის 10 გამარჯვებული.

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპი პირდაპირ მესამე ეტაპიდან დაიწყება. ის, როგორც ახლა, დაყოფილი იქნება ლიგების წარმომადგენლებისა და ჩემპიონთა გზის გუნდებად.

კონფერენციის გზა

ჩვენთვის ყველაზე აქტუალური ახლა კონფერენციათა თასია, სადაც ჯგუფში ავტომატურად ვერავინ მოხვდება. ასევე იარსებებს ჩემპიონთა და არაჩემპიონთა გზები, მაგრამ კონფერენციათა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში მხოლოდ არაჩემპიონები დარჩებიან: 72 გუნდი უეფას რეიტინგის დაბალ საფეხურზე მყოფი ასოციაციებიდან (29-დან 55-ე ჩათვლით). შესაბამისად, წინ 36 წავა.

მეორე ტურში მათ ჩემპიონთა გზის მონაწილეები დაემატებიან – ანუ ის 20 ჩემპიონი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდება. ხშირად ასე ემართებათ ჩვენს გუნდებს და არ არის გამორიცხული, ევროპალიგაზე გადასვლა ვეღარ მაოხერხონ. მესამე ტურში მათ აღარავინ დაემატება, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შედეგად, პლეი ოფის რაუნდში მხოლოდ ხუთი მოხვდება.

ლიგის წარმომადგენლების გზით ავტომატურად იქნებიან: 7 კლუბი რეიტინგში მე-6-დან მე-12-ეზე მყოფი ქვეყნებიდან, 2 კლუბი 13-15-დან (ისევე, როგორც 29-ედან) და 3 – ასოციაციიდან მე-16-დან 28-მდე. პირველი რაუნდის 36 გუნდს 54 დაემატება და ისინი ერთმანეთთან იომებენ, 45 გამარჯვებული კი წინ წავა.

მესამე ეტაპზე მხოლოდ 7 გუნდი დაემატებათ (მე-6-მე-12 ასოციაციამდე). 52 გუნდი 26 საუკეთესოს გამოავლენს, პლეი ოფის რაუნდში მათ დაამატებენ კიდევ 5 კლუბს ტოპ 5 ლიგიდან და ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან წარმომადგენლობითი გზის სამ გუნდს. ამის შემდეგ ჯგუფში 17 კლუბი შევა.

პლუს, გავიხსენოთ ჩემპიონთა გზა: ხუთმა იღბლიანმა კლუბმა პლეი ოფის რაუნდში გააღწია და ხუთი მოწინააღმდეგე ელოდება, რომელიც ევროპის ლიგის გზის მესამე ეტაპიდან გავარდა. ამ ათიდან, ჯგუფში 5 გადავა. მათ ევროპის ლიგის პლეი ოფში გამოვარდნილი კიდევ 10 კლუბის დაემატებათ.

რთული სქემაა, შემდეგ კი სურათი გაცილებით ნათელი. აშკარაა, რომ უეფამ სუსტი კლუბები მესამე ტურნირში გადართო, რომელშიც ტოპ-ლიგების წარმომადგენლებთან მხოლოდ იშვიათად იბრძოლებენ. წელს ეს შეიძლება იყოს “ვულვზი”, “აინტრახტი” და “ესპანიოლი”. მართალია, აქ ისმის კითხვა, თავად მათ ეს რაში დასჭირდებათ.

წყარო: lelo.ge

SHARE