უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმება ბათუმის „დინამოში“ – 1.5 მილიონის ინვესტიცია

364
დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმის “დინამოსა” და სამშენებლო კომპანია “ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.
უახლოეს მომავალში კომპანია კლუბში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.

კლუბი ჩართული იქნება “ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის” ახალი პროექტის, “7 Heaven Residence”-ის მარკეტინგულ კამპანიაში.

ანგისას სპორტულ ბაზაზე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია “ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის” დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.

წყარო: sportall.ge

SHARE