ურუგვაისთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – მილტონ ჰეიგმა 12 შეცვალა

359

29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მეორე მატჩს გამართავს. მისი მოწინააღმდეგე იქნება ურუგვაი, რომელმაც ფიჯის სძლია. სამხრეთამერიკელთა წარმატებული სტარტი ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. თუმცა წინასწარ ყველა ვთანხმდებოდით, რომ ურუგვაისთან მატჩში მოგება “ბორჯღალოსნებისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია.

ნაკრებს უკაპიტნებს ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც ისტორიაში 32-ე კაპიტანი იქნება.

ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრებმა სასტარტო თხუთმეტეული უკვე გააცხადა:

15. ლაშა ხმალაძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე. 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლაშა ლომიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ოთარ გიორგაძე

სათადარიგო
16. ვანო კარკაძე, 17. ბექა გიგაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. მამუკა გორგოძე, 20. ბექა გორგაძე, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. მერაბ შარიქაძე, 23. სოსო მათიაშვილი

წყარო: sportall.ge

SHARE