ფიურისა და უაილდერს შორის განმეორებითი ბრძოლის თარიღი ცნობილია

506
მსოფლიოს ექს ჩემპიონმა სუპერმძიმე წონაში ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ განცხადება გააკეთა დიონტეი უაილდერთან განმეორებითი ბრძოლის შესახებ და თარიღიც დაასახელა.
„ბრძოლა რევანშისთვის უაილდერთან შედგება, კონტრაქტს უკვე მოეწერა ხელი. ჩხუბი 22 თებერვალს გაიმართება. ამჯერად რინგზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ არ გავალ. არც იმდენ ალკოჰოლს დავლევ, როგორც მანამდე იყო. ასე რომ, უაილდერს ნოკაუტში ძალიან ადვილად ჩავაგდებ”, – გადმოსცემს ფიურის სიტყვებს Metro.co.uk.
გამარჯვებული WBC კატეგორიით ჩემპიონად გამოცხადდება.
გამოცემის მიხედვით უაილდერამდე ბრიტანელი მოკრივე ამერიკელ ჯარელ მილერს შეხვდება. ეს ბრძოლა, წესით, 2019 წლის 5 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, უაილდერსა და ფიურის შორის პირველი დაპირისპირება 2018 წლის 1 დეკემბერს შედგა. მსაჯთა გადაწყვეტილებით ჩხუბი ფრედ დასრულდა.

 

წყარო: sportall.ge

SHARE