ფიფამ ქეცბაიას რეკომენდაცია გაითვალისწინა

439

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საფეხბურთო სეზონების განახლება უახლოეს მომავალში იგეგმება. ბუნდესლიგა, დიდი ალბათობით, 9 მაისს დაიწყება.

მთავარი პრობლემა, ფაქტობრივად, მოგვარებულია, მაგრამ განახლებულ სეზონს მძიმე ფორმაში ხვდებიან ფეხბურთელები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფიფამ 5 ცვლილების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ ჯერ ბორდმა უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, ხსენებული იდეა ანორთოსისის ქართველ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას კარგა ხნის წინ ჰქონდა:

ასეთი შეთავაზება მაქვს: უნდა იყოს საშუალება, რომ გუნდებმა მატჩის განმავლობაში ხუთი ცვლილება განახორციელონ. ორი პირველ ტაიმში, სამი კი, მეორეში.

ეს გუნდებს ტრავმების აცილებაში დაეხმარება, უფრო მეტი ფეხბურთელის გამოყენებით კი სეზონიც იოლად დასრულდება“, – თქვა მან.

წყარო: croco.ge

SHARE