ფიფამ 2022 წლის მუნდიალის განრიგი გამოაქვეყნა

348

ფიფამ გამოაქვეყნა განრიგი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისა, რომელიც ყატარში გაიმართება. დადგინდა, რომ გახსნის  მატჩს 21 ნოემბერს ალ ხორის სტადიონი “ალ ბაითი” უმასპინძლებს.

ეს არენა 60 ათასს იტევს. გახსნის მატჩის ერთ-ერთი მონაწილე მასპინძელი – ყატარის ნაკრების იქნება. ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბრამდე გასტანს, ხოლო 3 დეკემბრიდან უკვე მერვედფინალები დაიწყება.

9 და 10 დეკემბერს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, 13-14 დეკემბერს – ნახევარფინალები, ხოლო ფინალურ მატჩს ქალაქი ლუსაილი, ამავე სახელობის 80-ათასიან სტადიონზე 18 დეკემბერს უმასპინძლებს.

რაც შეეხება მატჩს III ადგილისთვის, ის ფინალამდე ერთი დღით ადრე დოხას 45-ათასიან “ხალიფაზე” გაიმართება.

საინტერესოა თამაშების დაწყების დროები. ჯგუფური ეტაპის მატჩები სამსაათიანი ინტერვალით ჩატარდება – 14:00, 17:00, 20:00 და 23:00 საათზე (დრო საქართველოსია).

1/8 და 1/4 ფინალების დაწყების დროები 19:00 და 23:00 საათით განისაზღვრა. ნახევარფინალები და ფინალები 23:00 საათზე, ხოლო III ადგილისთვის მატჩი 19:00 საათზე.

წყარო: lelo.ge

SHARE