ფრანგმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ ნაკრებში არასდროს უთამაშია

285

ფრანგული „ნანტის“ 32 წლის მცველმა ნიკოლა პალუამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. თუმცა, ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ მისი სანაკრებო კარიერა არც არასდროს დაწყებულა და საფრანგეთის ნაკრებში ერთხელაც არ გამოუძახებიათ.

პალუამ ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ტვიტერის მეშვეობით მას შემდეგ ამცნო, რაც დიდიე დეშამის სანაკრებო სიაში საკუთარ თავი ვერ იხილა, ემერიკ ლაპორტისა და სამუელ უმტიტის ტრავმების მიუხედავად.

„მას მერე, რაც დეშამის გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ვნახე, გადავწყვიტე ჩემი საერთაშორისო კარიერა დავასრულო. სამწუხაროა! შევხვდებით შაბათს 3 ქულისთვის“, – დაწერა ხუმრობით პალუამ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი „სამფეროვნების“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმაც გააკეთა:

„ეს დიდი დარტყმაა, მისთვის. ახლა შეუძლია მთლიანად გუნდს გამაოდგეს. სიცილით შევხვდი ამ ამბავს“, – ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა დიდიემ.

ნიკოლა პალუა საფრანგეთის ლიგა 1-ში 2014 წლიდან თამაშობს, „ბორდოსა“ და „ნანტის“ რიგებში 150 მატჩიც ჩაუტარებია ფრანგულ ელიტარულ დივიზიონში და ერთხელ „ნანტის“ წლის ფეხბურთელადაც დასახელდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE