ქართველების დუელი შენგელიას გამარჯვებით დასრულდა

425
ესპანეთში საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ მოსამზადებელი შეხვედრა გამართეს ქართველების კლუბებმა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” გიორგი შერმადინის “ტენერიფეს”  ანგარიშით 76:65 სძლია.

 

შენგელიამ 25.33 წუთი ითამაშა და გუნდს 13 ქულა შესძინა. გარდა ამისა თორნიკემ 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 ასისტი მიიწერა და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მატჩის ბოლოს “ბაკონიას” კაპიტნის შედეგიანობის მაჩვენებელი 15 იყო, ხოლო მისი პარკეტზე ყოფნის დროს ბასკურმა კლუბმა კანარელებს 12 ქულით მეტი ჩაუგდო.

 

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 19.04 წუთი გაატარა.  ამ დროის განმავლობაში გიორგიმ გუნდს 11 ქულა მოუტანა. ქულების გარდა, შერმადინმა თამაში 5 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ასევე, “ტენერიფეს” ცენტრის წინააღმდეგ თამაშისას “ბასკონიას” კალათბურთელები 5-ჯერ დაჯარიმდნენ. გიორგის შედეგიანობის მაჩვენებელი 17 იყო, თუმცა მისი პარკეტზე ყოფნის განმავლობაში “ტენერიფემ” 17 ქულით ნაკლები ჩააგდო.
წყარო: sportall.ge
SHARE