(ვიდეო) ქართველები მებრძოლთა კუნძულზე

428

ივლისში, UFC ტურნირების სერიის ჩატარებას აბუ დაბიში, „მებრძოლთა კუნძულზე“ გეგმავს. პრომოუშენმა, რომელიც ორკვირიან პერიოდში 4 შოუს ორგანიზებას აპირებს, ტურნირების მონაწილეთა სიები გამოაქვეყნა.

აბუ დაბიში, სხვებთან ერთად, ორი ქართველი მებრძოლი გამოვა – რომან დოლიძე და ლიანა ჯოჯუა. 16 ივლისს, ლიანა ჯოჯუა რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდება, ხოლო რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 19 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე რუსი ხადი იბრაგიმოვი იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE