ქართველი კალათბურთელი ევროლიგის ათწლეულის საუკეთესოების ნომინანტებში

381
ევროლიგა ყოველი 10-წლეულის ბოლოს დეკადის საუკეთესო 10 კალათბურთელს ასახელებს და საუკეთესო 10-ეულში მოხვედრის ნომინანტებს შორის “ბასკონიას” ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია დაასახელეს.

 

დეკადის საუკეთესო 10-ეული ევროლიგის ისტორიაში მეორედ გამოვლინდება. საუკეთესოები კენჭისყრის მიხედვით დასახელდებიან, რომელშიც ევროლიგის 18 გუნდის 18 მწვრთნელი და 18 კაპიტანი მიიღებს მონაწილეობას.

 

ჯერჯერობით დასახელებულთა შორის არიან: თორნიკე შენგელია, ხუან კარლოს ნავარო, იოანის ბურუსისი, სონი ვიმსი, ნიკ კალატესი, ჯეისი ქეროლი და ფილიპე რეიესი.

 

თორნიკე შენგელია ევროლიგაში მე-6 სეზონს ატარებს და ჯერჯერობით, ინდივიდუალური სტატისტიკის მიხედვით, ქართველისთვის საუკეთესო სწორედ მიმდინარე სეზონია.
წყარო: sportall.ge
SHARE