ქართველი მოკრივე ფინალშია

473
სხვა

21:35 | 28.06.2019 | ნანახია 618 – ჯერ

ევროპული თამაშები: სახილ ალახვერდოვი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!
საქართველოს დელეგაციას მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. კრივში 49 კგ წონით კატეგორიაში ფინალის საგზური სახილ ალახვერდოვმა მოიპოვა.

ქართველი მოკრივე ნახევარფინალში ფედერიკო სერას დაუპირისპირდა და მძიმე, დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა (29:28, 28:29, 29:28, 29:28, 28:29).

ამრიგად, ალახვერდოვს მინიმუმ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს, მაგრამ ოქროს მოპოვების ჩინებული შანსიც გააჩნია. ცნობისთვის, კრივში მიმდინარე ტურნირი ევროპული თამაშების გარდა, ევროპის ჩემპიონატის ეგიდითაც იმართება და შესაბამისად, ჩვენებურმა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორობაც გაინაღდა.

აქვე გეტყვით, რომ დღესვე, კრივში 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთარ ერანოსიანმა. რაც შეეხება ალახვერდოვს, ფინალში კვირას, 30 ივნისს იასპარეზებს და მისი მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი არტურ ჰოვნანისიანი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ირლანდიელი დელი რეგანი 3:2 დაამარცხა.

წყარო: worldsport.ge

SHARE