ქართველი ფეხბურთელის დებიუტი ესპანეთის ლა ლიგაში!..

339

ესპანეთის ლა ლიგაში შედგა ქართველი ფეხბურთელის დებიუტი – “ლევანტეს” შემადგენლობაში 89-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი ქოჩორაშვილი. 20 წლის ნახევარმცველი “საბურთალოს” აღზრდილია. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

2017 წელს ითამაშა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოს ჩატარდა. უთამაშია კატალონიურ “ჟირონაში”. დღესდღეობით 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს “ლევანტესთან”, რომლის შემადგენლობაში კვირას რამდენიმე წუთი ითამაშა “ბილბაოს” წინააღმდეგ.

“ლევანტეს” ლა ლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება. იმედია, მომდევნო სეზონში ახალგაზრდა ქართველს უფრო მეტი შანსი ექნება.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე “ლევანტეში” დაასრულა კარიერა შოთა არველაძემ. მის გარდა, ესპანური ფეხბურთის ელიტაში უთამაშია გიორგი დემეტრაძესაც, რომელიც 2001-03 წლებში იცავდა “სოსიედადის” ღირსებას (13 მატჩი, 1 გოლი);

წყარო:lelo.ge

SHARE