ყაზახური გამოცემა: ჯაბა კანკავა მალე უკეთეს ლიგაში გადავა…

355

“შესაძლოა, მალე ჯაბა კანკავამ ყაზახეთი დატოვოს და უკეთეს ლიგაში გადავიდეს”, – ეს სიახლე ყაზახურ გამოცემა “ვესტის” კორესპოდენტს სამენეჯერო კომპანია Ultimate Sports-ის წარმომადგენელმა ალან მამუკაევმა განუცხადა.

სამენეჯერო კომპანიის წარმომადგენელმა ზოგადად შესაძლო ტრანსფერებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბებმა, შესაძლოა, წამყვანი მოთამაშეები დაკარგონ და ჯაბა კანკავა სწორედ ამ კონტექსტში ახსენა.

“ყაზახეთის პრემიერლიგაში საკმარისად არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც, სავარაუდოდ, სატრანსფერო “ფანჯარის” შემდეგ კარიერას სხვა ჩემპიონატში გააგრძელებენ. მათ შორისაა “ტობოლის” ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, რომელმაც კარგი სეზონი ჩაატარა”, – ამბობს მამუკაევი.

აქვე ვიტყვით, რომ ეს პიროვნება საქართველოს ნაკრების კაპიტნის მენეჯერი არ არის. დავძენთ იმას, რომ ყაზახეთის ჩემპიონატის 2019 წლის სეზონის შედეგებით კანკავა საუკეთესო მოთამაშეების ათეულში მე-9 ადგილზე გავიდა.

33 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან “ჯვაროსნების” ფორმით ყველაზე დიდხანს, უკვე 15 წლის განმავლოაში თამაშობს და მის შემადგენლობაში უკვე 86 მატჩი (10 გოლი) დაუგროვდა.

წყარო: lelo.ge

SHARE