ყველაფერი შოთამ წაიღო! კიდევ ერთი თვე, კიდევ ერთი ჯილდო…

336

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, – ეს ინფორმაცია ტაშკენტის “ფახთაქორის” ქართველმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა და კომენტარიც დაურთო.

კიდევ ერთი თვეკიდევ ერთი ჯილდოთვის მენეჯერი – სექტემბერში .

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის “ფახთაქორმა” უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მთავარი ისაა, რომ ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილებმა სეზონი გამორჩეულად ჩაატარეს და სუპერლიგის გამარჯვებულები ფინიშამდე 6 ტურით ადრე გახდდნენ. “ფახთაქორი” უზბეკეთის ყველაზე პოპულარული კლუბია, მაგრამ ჩემპიონის ტიტული 4-წლიანი პაუზის შემდეგ იზეიმა.

46 წლის შოთა არველაძე ტაშკენტში 2017 წლიდან მუშაობს და ჯილდოებს პირველივე სეზონიდან იღებს – ზედიზედ ორჯერ აღიარეს საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად, მიმდინარე სეზონში კი თვის მწვრთნელი მეოთხედ გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა შოთა არველაძესა და მის ტყუპისცალ არჩილ არველაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო საჩუქრები…

წყარო: lelo.ge

SHARE