შესაძლოა, ირლანდიას ფორვარდიც გამოაკლდეს

343

შეინ დაფისა და რიჩარდ კეოს შემდეგ ირლანდიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძლება დააკლდეს. ეს გახლავთ მიკ მაკარტის გუნდის მთავარი თავდამსხმელი – დევიდ მაკგოლდრიკი.

31 წლის შემტევი პრემიერლიგის ბინადარ “შეფილდ იუნაიტედის” ფეხბურთელია. მაკგოლდრიკს საზარდულის ტრავმა აქვს და ეჭვობენ, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე (12 ოქტომბერი, თბილისი) გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

წყარო: lelo.ge

SHARE