შოთა არველაძე ვიტესს ჩაიბარებსო…

378

ჰოლანდიური მედიის ცნობით, შესაძლოა, შოთა არველაძემ არნემის “ვიტესი” ჩაიბაროს. ეს გუნდი უმწვრთნელოდაა მას შემდეგ, რაც ლეონიდ სლუცკი დაითხოვეს. შოთა მთავარ კანდიდატებს შორისა. შეგახსენებთ, რომ 46 წლის ქართველი სპეციალისტი ამჟამად ტაშკენტის “ფახთაქორს” წვრთნის, რომელთან ერთად გასულ სეზონში ყველა მნიშვნელოვანი უზბეკური ჯილდო მოიგო.

რაც შეეხება ჰოლანდიას, ეს ქვეყანა შოთასთვის ძალიან ახლობელია და იქ დიდ პატივსაც სცემენ. წლების განმავლობაში ის “აიაქსსა” (1997-2001, 96 მატჩი, 55 გოლი) და “ალკმაარში” (2005-2007, 60 მატჩი, 36 გოლი) თამაშობდა, ხოლო სამწვრთნელო საქმიანობის გარიჟრაჟზე იმავე “ალკმაარში” ლუის ვან გაალს ეხმარებოდა.

წყარო: lelo.ge

SHARE