შოთა არველაძე: ვფიქრობ, საქართველო შეძლებს D დივიზიონის მოგებას!..

343

შოთა არველაძემ საინტერესო ინტერვიუ მისცა “აზერისპორტს”ვფიქრობთის საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვისაცმით უმეტესშოთა საქართველოს ნაკრებზეც საუბრობს

– უკვე დიდი ხანიაუზბეკეთში მუშაობთეს რთული არ არის კავკასიელი კაცისთვის?

– ყველაფერი კარგადაა. არის სირთულეები, მაგრამ არა – დიდი. არც ისრაელი, თურქეთი, ჰოლანდია და შოტლანდიაა კავკასია, მაგრამ იქაც ვიმუშავე.

– იყო დროთქვენი გადაბირებით ბაქოს “ნეფთჩი” იყო დაინტერესებულიმას შემდეგ აზერბაიჯანიდან არ ყოფილა სატელეფონო ზარები?

– არა. აზერბაიჯანში ჩასვლა ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. იქ არაერთი მეგობარი მყავს. მათ მადლობა მინდა გადავუხადო ყურადღებისთვის. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს. რა იქნება მომავალში, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

– თვალს ადევნებთ თუ არა აზერბაიჯანულ ფეხბურთს?

– ბოლოს ვუყურე აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს. იქ ჩემმა ძმიშვილმა შეძლო გოლის გატანა. წლეულს აზერბაიჯანული კლუბი არ გასულა ჩემპიონთა ლიგაში. ამ სეზონში არ მინახავს აზერბაიჯანული კლუბების მატჩები. ვიცი, რომ “ყარაბაღი” თამაშობს ევროპალიგაზე. შედეგებს ვადევნებ მხოლოდ თვალს.

– კავკასიის გუნდებს თუ გადავხედავთაზერბაიჯანმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ყველაზე ცუდად ითამაშაერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეარატომ არის ასეთი ცუდი შედეგი?

– რთულია ვილაპარაკო აზერბაიჯანის ნაკრების ამჟამინდელ შედეგებზე, რადგან არ მინახავს ამ ჯგუფის თამაშები. გადავხედე სომხეთს და ვნახე საქართველოს ნაკრების თამაშები. ზოგადად, ევროპაში მეტი კეთდება ფეხბურთის განვითარებისათვის, ვიდრე ჩვენს ქვეყნებში. ვიცი, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ბევრს აკეთებს ფეხბურთის განვითარებისთვის. იხარჯება დიდი თანხა… მაგრამ შედეგი რომ ნახო, ამას დრო სჭირდება. “ყარაბაღი” ორი წლის წინ იყო ჩემპიონთა ლიგაში. ევროპალიგაზე მუდმივად არიან თქვენი გუნდები. სხვა კავკასიური კლუბები ამას ვერ ახერხებენ. უბრალოდ, თქვენი მოთხოვნები გაიზარდა და არ მოგწონთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში არ გყავთ წარმომადგენელი. “არსენალის”, “ჩელსისა” და “ატლეტიკოს” დონის კლუბები ყოველწლიურად ჩამოდიან სათამაშოდ… ასე რომ, არც ისე ცუდადაა ყველაფერი, როგორც აღწერთ. საქართველოში ეს მხოლოდ თბილისის “დინამომ” შეძლო და ისიც ერთხელ. “ყარაბაღის” 19-წლამდელთა გუნდი თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში…

– რატომ ვერ იმეორებენ ქართული კლუბები “ყარაბაღის” შედეგებს?

– სამწუხაროდ, არ გვაქვს დიდი ფინანსები. ასე რომ, უნდა დააფასოთ ის, რაც გაქვთ.

– საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგიდან ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვსმეტოქეთა სიძლიერიდან გამომდინარეიმედი გაქვთ?

– რეგულარულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ცუდი თამაში ჩაატარა, როცა დანიასთან სტუმრად დიდი ანგარიშით წააგო. სხვა შეხვედრებში ძალიან ღირსეული თამაში ვნახეთ. ერთა ლიგაში იოლად მოვიგეთ ჩვენი ჯგუფი. თანდათან გავდივართ კარგ დონეზე. ვფიქრობ, შევძლებთ D დივიზიონის მოგებას.

– თუ საქართველოს ნაკრები გავა ევროპის ჩემპიონატზეგინდათ თუნდაც ერთი შეხვედრის ბაქოში ჩატარება?

– იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფინალურ ეტაპზე ვერ გავალთ, მაინც მოხარულები ვიქნებით, რომ ბაქო იქნება ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი. გილოცავთ – ვიცი, რამხელა სიხარული იყო ეს ჩემი მეგობრებისთვის, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის!.. ეს არის ჩვენი საერთო წარმატება და დიდი იმედი მაქვს, ასეთი მატჩები ხშირად ჩატარდება ჩვენს ქვეყნებში. ბევრი ქართველი მანქანით ჩამოვა თქვენს ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატის მატჩების სანახავად… სასიამოვნოა, რომ აზერბაიჯანში ტარდება ასეთი ტურნირი. ეს ჩვენც გვაძლევს მოტივაციას. იმედი მაქვს, მეც შევძლებ თქვენთან ჩამოსვლას.

წყარო: lelo.ge

SHARE