შოთა არველაძე უზბეკეთის პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა “ფახთაქორის” ზედიზედ მე-11 გამარჯვების შემდეგ. შოთას გუნდი უკონკურენტოა ადგილობრივ ჩემპიონატში – 19 მატჩიდან 17 მოიგო (ორიც ფრე) და მთელი 17 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ტაშკენტის “ლოკომოტივს”.
ასე რომ, დროა, შოთა სეზონის მწვრთნელადაც აღიარონ. სოციალურ ქსელში ამ ამბავს უამრავი “იუზერი” გამოეხმაურა და ერთ-ერთმა (“ჩე გევარა”) მიაწერა – დროა შოთა არველაძემ უზბეკეთის ნაკრები ჩაიბაროს ექტორ კუპერის ნაცვლადო…
წყარო: lelo.ge