შოთა არველაძის ჰეთ-თრიკი უზბეკეთში

339

შოთა არველაძემ უზბეკეთში კიდევ ერთი ტიტული მოიგო – მისი გაწვრთნილი ტაშკენტის “ფახთაქორი” ლიგის თასის მფლობელი გახდა. შოთას ბიჭებმა ფინალურ დაპირისპირებაში შანსი არ დაუტოვეს აგმკ-ს და 6:2 გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე არველაძის “ფახთაქორმა” ჩემპიონობაც მოიგო და ქვეყნის თასიც. სხვათა შორის, აგმკ-ს შოთა გუნდი თასის ფინალშიც შეხვდა დაახლოებით ერთი თვის წინ და 3:0 მოუგო.

წყარო: lelo.ge

SHARE