შოტლანდიის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა

510
შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები თბილისში უძლიერესი შემადგენლობით ჩამოფრინდა.
ეს თბილისში 6 ერის ნაკრების ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და ქართული რაგბისთვის ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს.
საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების მატჩი “დინამო არენაზე” 31 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.
27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნების “საუზერნ კინგსთან” შეხვედრას (24:20) მხოლოდ 8 000 გულშემატკივარი დაესწრო და იმედია, ამჯერად ანშლაგი იქნება.
გავავსოთ სტადიონი და ამაღლებული განწყობით გავაცილოთ ჩვენი გუნდი მსოფლიო თასზე. საქმით და არამარტო სიტყვით დავუდგეთ საქართველოს ნაკრებს გვერდში!
წყარო: sportal.ge
SHARE