რეალი-ბრიუგე 2:2
გოლები: 0:1 დენისი (9), 0:2 დენისი (39), 1:2 რამოსი (56), 2:2 კაზემირო (86)
რეალი (4-3-3): კურტუა (46. არეოლა) – კარვახალი, რამოსი, ვარანი, ნაჩო (46. მარსელო) – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი – აზარი, ლუკას ვასკესი (67. ვინისიუში), ბენზემა.
ბრიუგე (4-3-3): მინოლე – მატა, მეხელე, დელი, სობოლი – ვორმერი, რიტსი, ვანაკენი – დენისი (71. ოპენდა/87. კულსი), ტაუ (90. შრაივერსი), დიატა.
გაძევება: ვორმერი (84. ბრიუგე)
გალათასარაი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 იკარდი (52)
გალათასარაი (4-5-1): მუსლერა – მარიანო, მარკაო, ნეკადიო, ნაგატომო (77. ბაირამი) – ნზონზი, ბელჰანდა (62. ფეგული), სერი, დონკი, ბაბელი (64. ანდონე) – ფალკაო.
პსჟ (4-3-3): ნავასი – მენიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი – მარკინიოსი, გუეიე, ვერატი – სარაბია (71. ჩუპო-მოტინგი), დი მარია (83. ერერა), იკარდი (61. მბაპე)
B ჯგუფი
ცრვ. ზვეზდა-ოლიმპიაკოსი 3:1
გოლები: 0:1 სემედუ (37), 1:1 ვულიჩი (63), 2:1 მილუნოვიჩი (87), 3:1 ბოაკიე (90)
ცრვენა ზვეზდა (4-2-3-1): ბორიანი – როდიჩი, მილუნოვიჩი, დეგენაკი, გობელიჩი – კანიასი (73. პეტროვიჩი), იოვანჩიჩი (55. ვულიჩი) – გარსია მარინი, ვან ლა პარა (62. ბოაკიე) – ტომანე
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): სა – ტოროსიდისი, სემედუ, მერია, სემაკისი – ბუხალაკისი, კამარა (89. ელ არაბი) – მასურასი (79. ელაბდელაუი), ბენზია, ლოვერა (61. პროდენსე) – გერერო
გაძევება: ბენზია (58. ოლიმპიაკოსი)
ტოტენჰემი-ბაიერნი 2:7
გოლები: 1:0 სონი (12), 1:1 კიმიხი (15), 1:2 ლევანდოვსკი (45), 1:3 გნაბრი (53), 1:4 გნაბრი (55), 2:4 კეინი (61-პენ), 2:5 გნაბრი (83), 2:6 ლევანდოვსკი (87), 2:7 გნაბრი (88)
ტოტენჰემი (4-3-1-2): ლორისი – ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი – უინქსი (81. ლამელა), ნდომბელე (64. ერიქსენი) სისოკო – ალი (71. ლუკას მოურა) – სონი, კეინი
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი, ზიულე, ბოატენგი (72. მარტინესი), ალაბა (46. ტიაგო) – კიმიხი, ტოლისო – გნაბრი, კოუტინიო, კომანი (71. პერიშიჩი) – ლევანდოვსკი
C ჯგუფი
ატალანტა-შახტარი 1:2
გოლები: 1:0 დ. საპატა (28), 1:1 მორაეში (41), 1:2 სოლომონი (90+5)
გამოუყენებელი პენალტი: ილიჩიჩი (16. ატალანტა)
ატალანტა (3-4-3): გოლინი – ტოლოი, მაზიელო (69. მურიელი) – ჰატებური (57. გოსენსი), დე როონი, პაშალიჩი, კასტანიე – გომესი, დ. საპატა, ილიჩიჩი (57. მალინოვსკი)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი – ბოლბატი (90. დოდო), მატვიენკო, კრივცოვი, ისმაილი – სტეპანენკო, პატრიკი (69. სოლომონი) – მარლოსი (86. კონოპლიანკა), კოვალენკო, ტაისონი – მორაეში
მანჩესტერ სიტი-დინამო ზ 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (66), 2:0 ფოდენი (90)
სიტი (4-3-3): ედერსონი – მენდი, ფერნანდინიო, ოტამენდი, კანსელო – გიუნდოგანი, როდრი, დავიდ სილვა (90. ფოდენი) – მაჰრეზი, აგუერო (89. გაბრიელ ჟეზუში), ბერნარდო სილვა (56. სტერლინგი)
დინამო (4-3-3): ლივაკოვიჩი – სტოიანოვიჩი, თეოფილ-კატერინი (76. გავრანოვიჩი), პერიჩი, ლეოვაცი, დილავერი – ადემი, მორო, ოლმო – პელკოვიჩი (83. ატიემვენი), ორშიჩი (62. გოიაკი)
D ჯგუფი
იუვენტუსი-ლევერკუზენი 3:0
გოლები: 1:0 იგუაინი (17), 2:0 ბერნარდესკი (62), 3:0 რონალდო (88)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი – კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო – ხედირა (74. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი – რონალდო, იგუაინი (83. დიბალა), ბერნარდესკი (78. რემზი)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ჰრადეცკი – ვაიზერი, ს. ბენდერი, ტა, ვენდელი – ბაუმგარტლინგერი, არანგისი (80. სინკრავენი) – ჰავერცი, დემირბაი (46. ამირი), ვოლანდი – ალარიო (68. პაულინიო)
ლოკომოტივი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ჟოაო ფელიქსი (48), 0:2 ტომასი (58)
ლოკომოტივი (4-5-1): გილერმე – იგნატიევი (80. ედერი), ჩორლუკა, ჰიოვედესი, რიბუსი – ჟემალეტდინოვი (33. იდოვუ), ბარინოვი, მურილიო, კრიხოვიაკი, ჟოაო მარიო – სმოლოვი (83. კოლომოიცევი)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – არიასი, სავიჩი, ხიმენესი, ლოდი – ჟოაო ფელიქსი (84. ერმოსო), საული, ტომასი, კოკე (87. კორეა) – მორატა, დიეგო კოშტა (77. ლემარი)
ჩემპიონთა ლიგის ორ ადრეულ შეხვედრაში ორი სენსაცია დაფიქსირდა. “რეალმა” შინ ვერ მოუგო “ბრიუგეს” – 2:2. პირველ ტაიმში მადრიდელებმა საშინლად ითამაშეს დაცვაში და დაისაჯნენ კიდეც.
მეორე ნახევარში “რეალი” გამოფხიზლდა და მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვა, მაგრამ ორის მეტი ვერ გაუტანა. თავი სერხიო რამოსმა და კაზემირომ გამოიჩინეს, და არა – ფორვარდებმა. “რეალის” სატურნირო მდგომარეობა სახარბიელო ვერ არის. შეიძლება ითქვას, დღევანდელი მდგომარეობით ზინედინ ზიდანის გუნდი საფრთხეშია. სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა არა – ასეთი თამაშით.
მეორე სენსაცია კი “შახტარმა” (დავით ხოჭოლავას ტრავმის გამო არ უთამაშია) შემოგვთავაზა. უკრაინელებმა გასვლაზე მოუგეს “ატალანტას”, რომელიც სერია A-ში ჩემპიონატში ძალიან კარგია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგისთვის აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში სერჟ გნაბრიმ “პოკერი” შეუსრულა “ტოტენჰემს”, “რეკორდმაისტერმა” კი ლონდონში შეარცხვინა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტი. ყველაზე მეტად რობერტ ლევანდოვსკის დიდებული ფინტი და გოლი დაგვამახსოვრდა, თან ერთ შეტევაში.
საბა კვირკველიას (სათადარიგო იყო) “ლოკომოტივმა” ვერაფერი გააწყო დიდებულად მოთამაშე ჟოაო ფელიქსთან და მოსკოვში 0:2 დამარცხდა.
წყარო: lelo.ge