ჩემპიონთა ლიგა – როცა მერტენსი მარადონაზე მეტია, მესის მორიგი რეკორდი, SUPER ჰაალანდი

335

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის ორი ნაადრევი მატჩიდან ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა დავით ხოჭოლავას “შახტარი”, რომელიც შინ ზაგრების “დინამოს” ეთამაშებოდა და ვერ მოუგო – 2:2. დონეცკელთა უკანა ხაზი ძალიან ცუდი იყო. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მეორე მატჩში “ატლეტიკომ” შინ მოუგო “ლევერკუზენს”. ერთადერთი გოლი შეაგდო ალვარო მორატამ. მისთვის ეს იყო “ათლეტთა” მაისურით გატანილი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე…

სათადარიგო იყო ტურინში საბა კვირკველიაც. მისი ლოკიმოტივი” კი დიდხანს უგებდა ფავორიტ “იუვენტუსს”, მაგრამ მერე პაულო დიბალამ ორჯერ ჯადოსნურად მოიქნია ფეხი და 3 ქულა ტურინში დარჩა.

ტონი კროოსმა ზინედინ ზიდანი გადაარჩინა. სწორედ გერმანელმა შეუგდო ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი “გალათასარაის”, სხვა შედეგის შემთხვევაში, ფრანგს, მაღალი ალბათობით, მოხსნა ელოდა…

“პარი სენ-ჟერმენმა” ბელგიაში გაილაღა. შეცვლაზე შესულ კილიან მბაპეს 12 წუთი დასჭირდა ჰეთ თრიკისთვის. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ტურნირში 15 გოლი შეაგდო. აქამდე, რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა.

“ბაიერნმა” რობერტ ლევანდოვსკის დუბლით რთული გასვლითი მატჩი მოუგო “ოლიმპიაკოსს”. პოლონელმა კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში შეაღწია. მისთვის ბერძენთა კარში გატანილი პირველი გოლი ლიგაზე 57-ე გამოდგა და ამით რუუდ ვან ნისტელროის გადაუსწრო.

როგორ იქნება, რაჰიმ სტერლინგის დიდებულ გარჯაზეც არ ვთქვათ. “ატალანტასთან” შეხვედრაში ინგლისელმა ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა – 3 თვითონ შეაგდო და ორში (პასი პლუს მოპოვებული პენალტი) სერხიო აგუეროს მიეხმარა.

ოთხშაბათის მატჩებმა E ჯგუფში “ნაპოლისა” და “ლივერპულის” დომინაცია გამოკვეთა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფიდან გასვლაში ხელი არ შეეშლება, რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი.

F ჯგუფში “ბარსელონამ” უპირობო ფავორიტის სტატუსი მორიგი 3 ქულით დაადასტურა, მაგრამ ვაი ამ სამ ქულას – კატალონიურ გრანდს ავტოგოლი დასჭირდა პრაღაში მოსაგებად.

“ინტერმა” კი, შეიძლება ითქვას, სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი მოუგო “დორტმუნდს” და ბურთების უკეთესი სხვაობით გადაასწრო კიდეც. დიდწილად გადამწყვეტი იქნება მომდევნო ტური, როცა ეს გუნდები დორტმუნდში “დაჭამენ” ერთმანეთს.

G ჯგუფში “ლაიპციგმა” “ზენიტს” შინ უმნიშვნელოვანესი თამაში შემოუტრიალა. ამ ჯგუფში ისეთი ვითარებაა, ბოლო ტურში კი არა, ეგებ ბოლო ტურის ბოლო წუთამდეც არაფერი იყოს გარკვეული. “ბენფიკამ” მოიგო და კონკურენტებს ნიშანი მისცა, რომ ბრძოლისთვის მზადაა.

დრამატულ ფინიშს გვპირდება H ჯგუფიც, სადაც უფრო “აიაქსი”, “ჩელსი” და “ვალენსია” იბრძოლებენ გამსვლელი ადგილებისთვის…

ფაქტები

დრის მერტენსმა “ნაპოლის” მაისურით 116- გოლი გაიტანარაც ერთით მეტია ლეგენდარული დიეგო მარადონას შედეგზე.

* “ზალცბურგის” შემტევი ერლინგ ჰაალანდი პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგაშივინც ჯგუფური ეტაპის საწყის სამ ტურში 6 გოლი გაიტანა.

ეს არის პირველი შემთხვევარომ “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის პირველ სამ ტურში 7 ქულა აქვს.

* “ინტერის” ფორვარდი სებასტიანო ესპოზიტო ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა (17 წლისა და 113 დღისფეხბურთელია 1981 წლის (ჯუზეპე ბერგომი, 17 წლისა და 72 დღისშემდეგვისაცჩემპიონთა ლიგაში (ჩემპიონთა თასზედებიუტი ჰქონია.

ლაუტარო მარტინესი “ინტერის” ყველაზე ახალგაზრდა (22 წლისა და 62 დღისფეხბურთელია ობაფემი მარტინსის (2005, 20 წლისა და 118 დღისშემდეგვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

* 2017/18 წლების სეზონიდან მოყოლებული, “ლივერპულის” შემტევ რობერტო ფირმინოს ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი (11) საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

ალექს ოქსლეიდჩემბერლენის მეორე გოლით “ლივერპული” გახდა მეოთხე ინგლისური კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედის“, “არსენალისა” და “ჩელსის” შემდეგვინც ჩემპიონთა ლიგაში 200 (და მეტიგოლი გაიტანა.

ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაშივინც ამ ტურნირის ზედიზედ 15 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაიტანა.

წყარო: lelo.ge

SHARE