ჩემპიონი ნეაპოლში წაიქცა, ანუ ლიგისთვის დაბადებული!..

347

E ჯგუფი
ნაპოლი-ლივერპული  2:0
გოლები: 1:0 მერტენსი (82-პენ), 2:0 ლორენტე (90)
ნაპოლი (4-4-2): მერეტი – დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი – კალიეხონი, ალანი (75. ელმასი), ფაბიანი, ინსინიე (66. ზელინსკი) – მერტენსი, ლოსანო (69. ლორენტე)
ლივერპული (4-3-3): ადრიანი – ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი (87. შაჩირი), ფაბინიო, მილნერი (66. ვეინალდუმი) – სალაჰი, ფირმინო, მანე.

ზალცბურგი-გენტი  6:2
გოლები: 1:0 ჰაალანდი (2), 2:0 ჰაალანდი (34), 3:0 ჰვანგი (36), 3:1 ლუკუმი (40), 4:1 ჰაალანდი (45), 5:1 შობოშლაი (45), 5:2 სამატა (52), 6:2 ულმერი (66)
ზალცბურგი (4-4-2): სტანკოვიჩი – კრისტენსენი (84. ფარკაში), რამალიო, ვიობერი, ულმერი – მინამინო, ბერნედე, იანუზოვიჩი, შობოშლაი (82. ოკუგავა) – ჰვანგი, ჰაალანდი (82. დაკა)
გენტი (4-3-3): კუკე – მელე, დევესტი, ლუკუმი, ურონენი – ბერგი, ჰროშოვსკი, ჰაინენი (86. ონუაჩუ) – ნდონგალა (72. ჰაგი), სამატა, იტო (46. ბონგონდა)

F ჯგუფი
ინტერი-სლავია  1:1
გოლები: 0:1 ოლაინკა (63), 1:1 ბარელა (90)
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი – დ’ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი – კანდრევა (49. ლაძარო), გალიარდინი, ბროზოვიჩი (71. ბარელა), სენსი, ასამოა – ლუკაკუ, მარტინესი (71. პოლიტანო)
სლავია (4-3-2-1): კოლარი – კუფალი, კუდელა, ჰოვორკა, ბორილი – ტრაორე (60. ზელენი), სუშეკი, კუბაუერი – მასოპუსტი (69. ჰელალი), სტანჩუ – ოლაინკა (85. პროვოდი)

დორტმუნდი-ბარსელონა  0:0
გამოუყენებელი პენალტი: როისი (57. დორტმუნდი)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი – გერეირო, ჰუმელსი, აკანჯი, ჰაკიმი – დილეინი, ვიტსელი – სანჩო, როისი, თ. აზარი (73. ბრანდტი) – პაკო ალკასერი (87. ლარსენი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა (40. სერხი რობერტო) – დე იონგი, ბუსკეტსი (60. რაკიტიჩი), არტური – ფატი (59. მესი), სუარესი, გრიზმანი

G ჯგუფი
ლიონი-ზენიტი  1:1
გოლები: 0:1 აზმუნი (41), 1:1 დეპაი (50-პენ)
ლიონი (4-3-3): ლოპერსი – კონე, დენაერი, მარსელო, დუბუა – მენდესი, ტუსარი, ადელაიდი (86. ტერიე) – დეპაი, დემბელე, ტრაორე (77. კორნე)
ზენიტი (4-4-2): ლუნევი – კარავაევი (78. შატოვი), ოსორიო, ივანოვიჩი, რაკიცკი – დრიუსი, ბარიოსი, მალკომი, ჟირკოვი (64. კუზიაევი) – აზმუნი (46. ოზდოევი), ძიუბა

ბენფიკა-ლაიპციგი   1:2
გოლები: 0:1 ვერნერი (69), 0:2 ვერნერი (79), 1:2 სეფეროვიჩი (84)
ბენფიკა (4-4-1-1): ვლაჰოდიმოსი – გრიმალდო, ფერეირა, დიასი, ტავარეში – ჩერვი (76. სეფეროვიჩი), ტაარაბტი, ფეისა, პიცი (76. რაფა სილვა) – ჟოტა (67. ტავარეში) – დე ტომასი
ლაიპციგი (4-4-2): გულაში – მუკიელე, კონატე, ორბანი, ჰალსტენბერგი (83. კლოსტერმანი) – ზაბიტცერი, ლაიმერი (39. ჰაიდარა), დემე, ფორსბერგი (88. ნკუნკუ) – პოულსენი, ვერნერი

H ჯგუფი
აიაქსი-ლილი     3:0
გოლები: 1:0 პრომესი (18), 2:0 ალვარესი (50), 3:0 ტალიაფიკო (62)
აიაქსი (4-3-3): ონანა – დესტი, ველტმანი, ბლინდი, ტალიაფიკო – მარტინესი (88. ეკელენკამპი), პრომესი, ალვარესი – ნერეში (83. ჰუნტელაარი), ტადიჩი, ზიეჩი (77. ნოა ლანგი)
ლილი (4-4-2): მაინანი – ჩელიკი, ფონტე, გაბრიელი, ბრადარიჩი – რენატო სანჩესი (63. არაუჟო), ანდრე, სუარე (77. ჯეკა), ბამბა – იკონე (63. იაზიჩი), ოსიმენი

ჩელსი-ვალენსია  0:1
გოლი: 0:1 როდრიგო (74)
გამოუყენებელი პენალტი: ბარკლი (88. ჩელსი)
ჩელსი (3-4-2-1): კეპა – ტომორი, კრისტენსენი, ზუმა (73. ჟირუ) – მარკოს ალონსო, კოვაჩიჩი (80. ბარკლი), ჟორჟინიო, ასპილიკუეტა – მაუნტი (16. პედრო), ვილიანი – აბრაჰამი
ვალენსია (4-5-1): სილესენი – ვასი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია – როდრიგო (90. ლი), კოკლენი, კონდოგბია, პარეხო, ჩერიშევი (90+2. დიახაბი) – გამეირო (70. გომესი)

 

დაგვიბრუნდა მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა! პირველ სათამაშო დღეს რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, ყურადღების გამახვილება რომ ეგების. დავიწყოთ ლიგის მოქმედი გამარჯვებულით, რომელიც ნეაპოლში წაიქცა. ეს ნამდვილად არ იყო “ლივერპულის” დღე.

კარლო ანჩელოტიმ ერთხელაც დაამტკიცა, რომ დაბადებულია ჩემპიონთა ლიგისთვის. “ნაპოლიმ” მატჩის ბოლოსკენ დასცა ინგლისელი გოლიათი – ჯერ დრის მერტენსმა შეაგდო 11-მეტრიანიდან, მერე კი დებიუტანტმა ფერნანდო ლორენტემაც იხეირა.

სასწაული სანახაობა ვიხილეთ E ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელშიც “ზალცბურგმა” 6 გოლი შეუგდო ბელგიის ჩემპიონ “გენკს” და მხოლოდ ორი გაუშვა. “რედ ბულის” ხელდასმულმა გუნდმა იფრინა და არა გვგონია, “ნაპოლის” ან “ლივერპულს” ამ ქალაქში ადვილი თამაში ჰქონდეთ…

F ჯგუფში “ინტერმა” ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა შინ ჩეხეთის “სლავიასთან” და, შესაძლოა, ეს ამ “სიკვდილის ჯგუფში” დამღუპველიც აღმოჩნდეს. “ნერაძური” ბოლოსღა გადაარჩინა შეცვლაზე შესულმა ნიკოლო ბარელამ, თორემ “სლავია”, რომელიც მეტოქეზე გაცილებით მწვავედ უტევდა, შინ დამსახურებულ სამ ქულას წაიღებდა.

ყველასთვის მოულოდნელად, ნულოვან ფრით დაზავდნენ “დორტმუნდი” და “ბარსელონა”. გერმანელები მთელი მატჩის განმავლობაში ჯაბნიდნენ მეტოქეს, თუმცა მეკარე მარკანდრე ტერ შტეგენმა დიდებულად ითამაშა თანამემამულეთა წინააღმდეგ, თან პენალტიც აუღო მარკო როისს.

G ჯგუფში “ლიონმა” შინ ვერ მოუგო “ზენიტს”, “ლაიპციგმა” კი გასვლაზე აჯობა “ბენფიკას”. პორტუგალიელები ბოლოს გვარიანად გაბრაზდნენ, რაკი მსაჯმა გოლი არ ჩაუთვალა.

H ჯგუფში “აიაქსმა” ერთხელაც გვასიამოვნა ლამაზი ფეხბურთით და “ლილს” 3 უპასუხო გოლი შეუგდო. “ჩელსიმ” კი შინ წააგო “ვალენსიასთან” და დასტურ არ წააგებდა, მატჩის მიწურულს როს ბარკლის 11-მეტრიანი რომ არ გაეცუდებინა.

წყარო: lelo.ge

SHARE