ჩირაღდნის ესტაფეტის გრაფიკი ცნობილია

389

2020 წლის ზაფხულის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა ოლიმპიური ცეცხლის მსვლელობის გრაფიკი.

ოლიმპიურ ცეცხლს, 12 მარტს, ტრადიციულად, ოლიმპიაში დაანთებენ, რის შემდეგაც დაიწყება ტური საბერძნეთში. იაპონური მხარისთვის ცეცხლის გადაცემის ცერემონია 19 მარტს, ათენში „პანათინაიკოსის“ სტადიონზე გაიმართება. ამის შემდეგ, ოლიმპიურ ცეცხლს მიიაგის პრეფექტურაში ჩაიტანენ.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა 26 მარტს დაიწყება და 121 დღე გაგრძელდება. ტოკიოში თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.

წყარო: lelo.ge

SHARE