„ჩიხურამა“ „ფორას“ თამაში შემოუტრიალა

378
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში “ჩიხურამ” სტუმრად “ფორას” 2:1 მოუგო.
“ჩიხურა” ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველი ტაიმი 0:1 წააგო. პენალტით ანგარიში სინანმა გახსნა.
შესვენების შემდეგ “ჩიხურამ” უფრო მწვავედ შეუტია და ამან შედეგი გამოიღო: სარდალიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც მაისაშვილის თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე ყველას დაასწრო, ხოლო 86-ე წუთზე კორიფაძემ თერთმეტმეტრიანით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეში. “ემილ მაირიში”

ფოლა – ჩიხურა 1:2
გოლები: 1:0 სინანი (23, პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), კორიფაძე (86, პენ)

ფოლა: კაბრალი,

ბერნარდი, კორალი (ჰაჯი 86), მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 77), ფრერე, საკრასი, დეივიდ სინანი (ქუასეირო 89), მერში, კლეინი, სეიდი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მამასახლისი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 77), კორიფაძე, დეკანოიძე (კაშია 90), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ჩიკვილაძე 65)

წყარო: sportall.ge
SHARE