ჩიხურას ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

348

მიხეილ (მიშკა) კიპაროიძეს ვარჯიშზე გაუჩერდა გული – გული, რომელმაც მართლაც დიდი სიყვარული დაიტია 48-წლიანი ცხოვრების გზაზე. ის ახლო წარსულში კარგი ფეხბურთელი გახლდათ, მერე მწვრთნელობა დაიწყო და იქაც არ შეურცხვენია თავი. წვრთნიდა “ჭიათურას”, “თბილისს”, ბოლოს საჩხერის “ჩიხურას” ასაკობრივ გუნდს ხელმძღვანელობდა. თბილი, მუდამ ღიმილიანი, კაცი, რომელიც ყველას უყვარდა – მისმა წასვლამ ქართულ საფეხბურთო თემს გული ძალიან დასწყვიტა…

წყარო: lelo.ge

SHARE