ცნობილი გახდა 9-ვე ადამიანის ვინაობა, რომელიც ბრაიანტის ვერტმფრენის შედეგად დაიღუპა

1183
უცხოური მედია კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული 9-ვე ადამიანის ვინაობას აქვეყნებს.
Heavy.com-ის ცნობით, ესენი არიან: “ლეიკერსის” ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯანა ბრაიანტი, მისი თანაგუნდელი ალისა ალტობელი მამასთან, ბეისბოლის მწვრთნელ ჯონ ალტობელისთან და დედასთან, კერი ალტობელისთან ერთად, გუნდის მწვრთნელები კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი ქალიშვილთან, პეიტონ ჩესტერთან ერთად და ვერტმფრენის პილოტი არა ზობაიანი.
შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში განიცადა.
წყარო: sportall.ge
SHARE