ძალიან სამწუხაროა – ყველაფერი დამთავრდა…

681

დღეს, 13 ნოემბერს კიუშო ბაშოზე ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა და სამწუხაროდ ბრძოლის დროს ტრავმა მიიღო.

როგორც ცნობილია ქართველმა ფალავანმა ნეკნი გაიტეხა და ის ნოემბრის ტურნირს გამოეთიშა. ლევანს 10 გამარჯვება ესაჭიროებოდა ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ახლა კი სეკივაკეს ტიტულსაც დაკარგავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი სეკიტორი კვლავ რიგითი მაეგაშირა გახდება. ხოლო როდის შეძლებს ის დოჰიოზე დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩინოშინი კიუშო ბაშოზე მუხლის ტრავმით ასპარეზობდა, თუმცა ტკივილის მიუხედავად ლევანი იმედიანად იყო განწყობილი, რომ ოძეკის ტიტულს დაიბრუნებდა.

წყარო: sportall.ge

SHARE