ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

447
ბუდაპეშტის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან გადამწყვეტ ბრძოლაში ყაზახ ისლამ ბოზბაევს სძლია.
იქამდე ბექამ უზბეკი იახილო იმამოვი, იტალიელი მატეო მარკონჩინი და უკრაინელი ვადიმ სინიავსკი დაამარცხა, მეოთხედფინალი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან წააგო, რეპეშაჟში კი ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს მოუგო.
ამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში იაპონელი შიოჩირო მუკაი დაამარცხა. მან მერვედფინალში ავთანდილ ჭრიკაშვილს ბოლო წამზე სძლია.
წყარო: sportall.ge
SHARE