ხავი: ისტორიაში რონალდინიოზე უკეთესი ფეხბურთელი მხოლოდ ერთია…

338
“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად “ალ სადის” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ბრაზილიელ ვარსკვლავ რონალდინიოზე უკეთესი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

 

“რონალდინიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაძლოა, მას სტაბილურობა არ ეყო, როცა ფორმის პიკზე ავიდა. ჩემი აზრით, რონალდინიოზე უკეთეს მხოლოდ მესია, რადგან ლეომ სტაბილურობა წლების განმავლობაში შეინარჩუნა.

 

ლეო საერთოდ, საუკეთესოა ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, თუმცა რონალდინიო ერთ-ერთი საუკეთესოა,”- აღნიშნა ხავიმ.
წყარო: sportall.ge
SHARE