29 იანვარს, ხაშურის სპორტკომპლექსში საკალათბურთო სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩი”, ეგრეთ წოდებული ALL STAR-ი გაიმართება. ერთმანეთს ადგილობრივი კალათბურთელებისგან და ლეგიონერებისგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მეტოქე გუნდების სასტარტო ხუთეულები, ტრადიციულად, გამოკითხვის შედეგად დაკომპლექტდება, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები დაასახელებენ.
ადგილობრივების გუნდს გია კაზანჯიანი (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი) უხელმძღვანელებს, ხოლო ლეგიონერებს – მუჰამედ ტაჩი (თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი). “ყველა ვარსკვლავის მატჩის” ფარგლებში გაიმართება კონკურსები სამქულიან სროლებსა და ჩატენვებში.
სნაიპერთა კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის სამქულიანების 6 საუკეთესო მსროლელი მიიღებს მონაწილეობას: საბა ლობჯანიძე (რუსთავი), შონ რაუნდთრი (ქუთაისი), სანდრო სანაძე (თსუ), გიორგი ვახანია (ვერა) და ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი).
რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.