ჯანო ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა

319

რუსული championat.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე იმავე გამოცემამ ადრეც დაწერა. “სპარტაკი” ფაქტს ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.

“სპარტაკმა” ანანიძე აბუ-დაბიში შეკრებაზე არ წაიყვანა და დუბლები გაამწესა. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება და თავად გადაწყვეტს, სად გააგრძელოს კარიერა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ჯანოს რუსეთშივე აქვს “ტამბოვის” ვარიანტი, ხოლო თურქეთში “დენიზლისფორი” იწვევდა. ორივე შემთხვევაში იჯარა განიხილებოდა, ახლო როგორ იქნება, ამასაც მალე გავიგებთ.

წყარო: lelo.ge

SHARE