ჯანო ანანიძის მწვრთნელს ამასაც აპატიებენ?! გოგუამ გახსნა, სოსლანმა დახურა…

381
მოსკოვის “სპარტაკმა” რუსული პრემიერლიგის დებიუტანტ “ტამბოვთან” საგარეო მატჩში მოიჭრა თავი – 0:2. ოლეგ კონონოვმა ჯანო ანანიძე სრული მეორე ტაიმი ათამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მარტო ვერაფერს უშველიდა გუნდს, რომელიც… გუნდს არ ჰგავდა.

ტამბოველთაგან კი ანგარიში კოტდივუარელმა სედრიკ გოგუამ(აბა!) გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში სოსლან ტაკაზოვმა მეორე გოლიც მიართვა “სახალხო გუნდს”. 3 ტურის შემდეგ “სპარტაკს” 4 ქულა აქვს. პირველ ტურში, “სოჩისთან” ნაწვალები გამარჯვების შემდეგ, “როსტოვთან” დაკარგა 2 ქულა (2:2), ახლა კიდევ მთლად “ტამბოვთან” დარჩა ხელცარიელი.

შესაძლოა, ეს უკვე აღარ შერჩეს კონონოვს, რომელსაც ისედაც ძალიან ბევრს აკრიტიკებენ. ბევრი მის გაშვებას აქამდეც მოითხოვდა.

გუშინვე, “უფამ” საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო სამარის “კრილია სოვეტოვს”. მასპინძელთა შორის თავიდან ბოლომდე ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ, ვინც წინა ტურში გოლიც გაიტანა და… ავტოგოლიც.

წყარო: lelo.ge

SHARE