ჰაალანდმა ბებერი ქალბატონი აირჩია

345

ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერის „ზალცბურგის“ ფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა აირჩია გუნდი, რომელშიც ზამთრის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავა.

გაზეთ „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, 19 წლის ნორვეგიელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი იანვარში უნდა განხორციელდეს. იტალიის ჩემპიონი მზად არის ჰაალანდისთვის 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნორვეგიელი ფორვარდისთვის ბრძოლაში ლიდერობდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „დორტმუნდი“. ამ სეზონში ჰაალანდმა 22 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.

წყარო: lelo.ge

SHARE