ჰოლანდიელი მწვრთნელი: მე და შოთა ახლა ევროპაში დაბრუნებას ვისურვებდით

407

შოტლანდიურმა “სანმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ პიტერ ჰუისტრასთან, რომელიც ტაშკენტის “ფახთაქორში” შოთა არველაძის ასისტენტია. ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ამბობს, რომ შოტლანდიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ამავე დროს, აცხადებს, რომ დროა, შოთა არველაძეც ევროპაში დაბუნდეს.

გთავაზობთ “სანში” გამოქვეყნებული ინტერვიუს იმ ფრაგმენტებს, რომელიც ჩვენთვის საინტერესო თემებს ეხება...

…ექსრეინჯერი ვარსკვლავი პიტერ ჰუისტრა “აიბროქსზე” მწვრთნელად დაბრუნებაზე ოცნებობს. მას შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერა აქვს. პლანეტის რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე გაზარდა, მაგრამ მსოფლიომოვლილი ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ “რეინჯერში” დაბრუნება საუკეთესო სამუშაო იქნებოდა.

ბოლო ორ წელიწადი ჰუისტრამ ტაშკენტის “ფახთაქორში” “აიბროქსის” კიდევ ერთ ფავორიტთან, შოთა არველაძესთან ერთად გაატარა. დუეტი უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა და მათ ახალი კონტრაქტი დაუდეს. ამასთან, 52 წლის მწვრთნელი გრძნობს, რომ ახლა შესანიშნავი დროა, დაბრუნდეს შოტლანდიაში, სადაც თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში.

ჰუისტრამ გლაზგოში 5 წელი (1990-1995) გაატარა. ის ამბობს, რომ ისარგებლებდა შოტლანდიაში დაბრუნების შანსით და თვლის, რომ სუპერვარსკვლავებთან მიღებული გამოცდილება გამოადგენა:

მე გამიმართლარადგან “აიაქსში “ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან ვმუშაობდიესრა თქმა უნდაშეიძლება დაგეხმაროთრადგან ეს ნიშნავსრომ შეგიძლიათ ნიჭიერი მოთამაშე ამოიცნოჩვენ გვყავდა ისეთი ბიჭებიროგორებიცაა ლუის სუარესიკრისტიან ერიქსენიტობი ალდერვეირელდი და იან ვერტონგენი. გრონინგენში” გვყავდა ვირჯილ ვან იკითქვენ მაშინ არ იცოდითრომ ყველა სუპერვარსკვლავი გახდებოდა.

მსურსრომ ერთ დღეს “აიბროქსზე” დავბრუნდეროც “რეინჯერსში” ჩაირიცხები, სამუდამოდ ამ ოჯახის ნაწილი ხდები. ეს კავშირი ახლაც ძალიან მტკიცეა. ამავე განცდას ჩემს თავსაც ვატყობ და შოთა არველაძესაციქ სეთი ფანტასტიკური დრო გავატარე, ჩემი სამწვრთნელო მოგზაურობის გაგრძელებას ამ საოცარ ქვეყანაში, შოტლანდიაში ვისურვებდი”.

ჰუისტრა თამაშობდა ჰოლანდიაში, შოტლანდიაში, ბელგიასა და იაპონიაში. შემდეგ დაიწყო მწვრთნელობა. “აიაქსსა” და “ვიტესში” ასისტენტად მუშაობდა, დამოუკიდებლად კი ხელმძღვანელობდა “გრონინგენს”, “გრააფსხაპსა” და იაპონურ “ივაკის”, ინდონეზიის ნაკრებსა და სლოვაკეთის “ტრენჩინს”.

ჰუისტრა შოთას კიდევ ერთხელ ახსენებს: “უზბეკეთში ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ, ბევრი გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ მე ვფიქრობმე და შოთა ახლა ევროპაში დაბრუნებას ვისურვებდით – იდეაში, სასურველი დიდ ბრიტანეთში მუშაობა და ისეთივე წარმატების მიღწევას შევეცდებოდით. დროა, არველაძეც ევროპაში დაბრუნდეს“.

რამდენად რეალურია ამ ეტაპზე ევროპაში, კონკრეტულად კი შოტლანდიაში დაბრუნება? საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმ აუტში” ამ თემაზე კომენტარი  შოთა არველაძემ გააკეთა.

არ ვიციჰუსტრა რას გულისხმობდაყველას უნდა იმ კლუბში მუშაობასადაც უფრო გამოჩნდება – ესპანეთშიინგლისშიგერმანიაში მიწვევები მეც მქონდათურქეთიდანჰოლანდიიდანაც მაგრამ მიმაჩნიარომ რაღაც ისეთი წინადადება უნდა მივიღორაზეც ავენთები.

რაც იქნებაიქნებაისედიდ ბრიტანეთში მუშაობა როგორ შეიძლება პრიორიტეტი არ იყოსანუ იქ მუშაობასადაც ყველაზე მაგარი მწვრთნელები და მოთამაშეები არიან და ფეხბურთის ყველაზე მაღალი დონეაასე “ბარსელონასა” და “რეალშიც” ძალიან მინდამაგრამ სიაში არ ვწერივარ.

წყარო: lelo.ge

SHARE