10 ქართველი ჩემპიონთა თასის წლევანდელ განაცხადში

378

ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე, ჩემპიონთა თასზე მონაწილე გუნდების განაცხადები გამოქვეყნდა.

2019/2020 წლების ტურნირზე ქართველებს ოთხი გუნდის შემადგენლობაში ვიხილავთ და ჯამში მათი რაოდენობა 10 გახლავთ. მათგან ნახევარი, ხუთი მოთამაშე “მონპელიეს” ღირსებას იცავს.

კლერმონი – ბექა კაკაბაძე (მარცხენა ბურჯი), დავით ზირაქაშვილი (მარჯვენა ბურჯი);

ლიონი – ბადრი ალხაზაშვილი (კვაჭი);

მონპელიე – გელა აფრასიძე (ჰავბექი), ლევან ჩილაჩავა (მარჯვენა ბურჯი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მეორე ხაზი), მიხეილ ნარიაშვილი (მარცხენა ბურჯი), უშანგი ჭეიშვილი (მარცხენა ბურჯი);

რასინგ 92 – ვასილ კაკოვინი (მარცხენა ბურჯი), გურამ გოგიჩაშვილი (მარცხენა ბურჯი).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა თასი 15 ნოემბერს დაიწყება.

წყარო: goal.ge

SHARE