10 წელი თერთ-წითლებში. ნახეთ, რა დაწერა ჯანომ სპარტაკზე…

349

დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მატჩები წინ მაქვს!

მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურმა საიტმა ჯანო ანანიძისთვის მეტად მნიშვნელოვან თარიღზე დაწერა. ზუსტად 10 წლის წინ 16 წლის ანანიძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში და იმ მატჩში გოლიც შეაგდო.

“სპარტაკის” ოფიციალურმა საიტმა ქართველ ფეხბურთელს ეს თარიღი მიულოცა და აი, რა დაწერა:

ეს მოხდა ზუსტად 10 წლის წინჯანო ანანიძეს დებიუტი ჰქონდა “სპარტაკის” ძირითად გუნდში. 16წლის ნახევარმცველმა რუსეთის თასზე “კრასნოდართან” შეხვედრაში ითამაშა და 90- წუთზე გოლიცგაიტანაამით ჯანო ანანიძე გახდა ჩვენი კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშევისაც“სპარტაკის” მაისურით ოდესმე გოლი გაუტანიაგილოცავთ იუბილესჯანო!”.

მომხდარს გამოეხმაურა თავად ჯანოც. შეგახსენებთ, რომ მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით სამარის “კრილია სოვეტოვში” ითამაშა, მერე ისევ “სპარტაკს” დაუბრუნდა და რუსული პრემიერლიგის პირველ ტურში, “სოჩისთან” მოგებულ (1:0) შეხვედრაში, ძირითადშიც იყო.

ჯანომ თავის “ინსტაგრამზე” საპასუხო წერილი დაწერა: ძალიან გახარებული ვარრომ ბედმასპარტაკის” ფეხბურთელი გამხადა და რომ ამ დიდი კლუბის მაისურით პირველად ვითამაშე ზუსტად10 წლის წინ.

დიდი მადლობა ყველასვინც თამაშის წინ მილოცავდა გზასმამხნევებდა ტრიბუნებიდანვინცმოედანზე იყო ჩემს გვერდით, ვინც ჩემთან ერთად იზიარებდა მოგების სიხარულს თუ მძიმე მარცხითგამოწვეულ ემოციას!..

განსაკუთრებილი მადლობა მათვისაც ჩემი სჯეროდა და დღესაც სჯერა. “სპარტაკი” არის ჩემიცხოვრება და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვისრომ ეს რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაშიგაგრძელდესდარწმუნებული ვარსაუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინ მაქვსძალიან მიყვარხართ,წითელთეთრებო!“.

ჯანო მოსკოვის “სპარტაკის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. ფაქტია, მას “სახალხო გუნდში” შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. “სპარტაკმა” ჯანო ორჯერ გაანათხოვრა:

ჯერ – “როსტოვში”, სადაც მან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და შესანიშნავ დუეტს ქმნიდა რუსეთის ნაკრების დღევანდელ ლიდერ არტიომ ძიუბასთან და რუსეთის თასიც მოიგო, სულ ბოლოს კი – “კრილია სოვეტოვში”.

სამარულ კლუბში ჯანოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და, იმედია, “სპარტაკშიც” ასე იქნება, იმიტომ, რომ ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის.

წყარო: lelo.ge

SHARE